8 წლის დათი ქოქრაშვილი, კვლავ ისრაელის კლინიკაში იმყოფება. გადაცემის “ბაიასთან” წამყვანმა საზოგადოებას დათის ძმები – სანდრო და გიორგი გააცნო.

დათის ძმები საქართველოში ბებიასთან ცხოვრობენ და როგორც ძმამ აღნიშნა, მშობლების საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, დედის დანაბარებს ასრულებდა და პატარა ძამიკოს კარგად უვლიდა.

“დედა რომ წავიდა, ასეთი რამ დამიბარა, რომ შენ უნდა იყო დათიკოს მამაო და შენ უნდა მიხედო, როგორც მამა და არა როგორც ძმაო. სულ ვუვლიდი და არ ჰქონდა ის შეგრძნება, რომ მშობლები აქ არ ჰყავდა.

დათის ძალიან უყვარს თამაში, კალათბურთი, რაგბი, რადგან ძალიან ენერგიული ბავშვია. კალათბურთიდან რომ გამოვიყვანე,  ბედნიერია იყო.იქ მეგობრები ჰყავდა და ჰყავს…

ერთად ვთამაშობდით ხოლმე, ხან ვჭიდაობდით, ხან ვეჯიბრებოდით.. ფილმს ვუყურებთ ხოლმე.. ჩემი ხელით შემწვარი კვერცხიც უყვარდა..”, – აღნიშნეს ძმებმა გადაცემაში “ბაიასთან”.

„ნახევარი მილიონი დოლარი გვითხრეს, რომ დათი უბრალოდ, გადარჩეს… ეს არ შეიცავს არც იმპლანტის საფასურს, არც სხვა არაფერს…“

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
#დათისთვის

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები