დერმატოლოგი ზაზა თელია, რომელიც დღემდე საზოგადოებას ფეისბუქგვერდის მეშვეობით სხვადასხვა სახის, საჭირო და საინტერესო რეკომენდაციით მიმართავდა, საკუთარი ფეისბუქგვერდს აუქმებს.

ამის შესახებ ზაზა თელიამ პოსტი განათავსა და დაწერა:

“საკუთარ ფეისბუქ გვერდს ვაუქმებ ამ ეტაპზე

რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება

ალბათ მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი

ჩემს პაციენტებს ვთხოვ კომუნიკაცია გქონდეთ ვაიბერის და ვოთსაპის საშუალებით

მოგეხსენებათ ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს უჭირს და სჭირდება დახმარება. ამ 3 წლის განმავლობაში უამრავი უფასო კონსულტაციის გაწევა შევძელი რითაც ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა.

სამწუხაროდ ამას ვეღარ შევძლებ მომავალში, დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ

ჯანმრთელობას გისურვებთ

დამითმია ბურთი და მოედანი “ბლოგერებისთვის” – იმედი მაქვს ღირებულს და პროდუქტიულს შექმნიან რამეს”, – დაწერა ზაზა თელიამ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დერმატოლოგი ბულინგის მსხვერპლი გახდა. სოციალური ქსელი აჭრელდა ზაზა თელიას ფოტოთი, სადაც თმის ცვენასთან დაკავშირებით რჩევა იყო მოცემული.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები