„ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლია“, – ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე მედიაში 17 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, რომელიც სუს-ის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო თვალთვალს ეხებოდა. კალაძის თქმით, სიუჟეტი „შეთითხნილია“.

„ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. მე ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა. მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება“,- აცხადებს კალაძე.

ვაშაძე: ოპოზიცია სწორი ცხოვრებით ვცხოვრობთ და თვალთვალმა ვერ გამოავლინა ჩვენში უკეთური

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ ოპონენტებთან და ოპოზიციასთან მიმართებით სუს-ის მხრიდან განხორციელებულ თვალთვალისა და მიყურადების ფაქტებს.

მსგავსი თემები