„ჩვენ დავბრუნდებით 90-იან წლებში, დაიწყება ხელზე გამაზვები, იქნება სრულიად უკონტროლო სიტუაცია, თუნდაც უცხოური საიტების მიმართ, სადაც თავისუფლად შეეძლება ადამიანს, დარეგისტრირდეს და ითამაშოს“, – ამის შესახებ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

როგორც ის ამბობს, როდესაც ქართულ ბაზარზე აღარ იქნება კომპანია, რომლის ლეგალურად ფუნქციონირებს, მოთამაშეს ექნება სურვილი გადაერთოს სხვა ბაზარზე. „საუბარი იმაზე, რომ დაბლოკავენ, 21-ე საუკუნეში, სადაც განვითარებულია თანამედროვე ტექნოლოგიები, კრიპტოვალუტა, ელექტრონული საფულეები და ასე შემდეგ, ეს მე შეუძლებლად და ნონსენსად მიმაჩნია. მაშინ უნდა დავემსგავსოთ აზიის ქვეყანას,“ – ამბობს მამულაიშვილი.

ის ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას “ბიზნესპარტნიორთან“ ნეგატიურად აფასებს. მისი განმარტებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიისთვის მოულოდნელი იყო, რადგან საქართველოში ერთ წელზე მეტია, შემოსულია ახალი რეგულატორი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროს საკმაოდ კარგად აკონტროლებს.

„სათამაშო ბიზნესში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. გამკაცრდა მოთამაშეების რეგისტრაცია/ვერიფიკაცია, რაც სრულიად გამორიცხავს არასრუწლოვნების ჩართულობას აღნიშნულ თამაშებში, ასევე, არარეგალური თანხების ტრიალს,“ – ამბობს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები