Meta ირწმუნება, რომ ევროპას დატოვებით არ ემუქრება. კომპანია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მონაცემთა გადაცემის მექანიზმებთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო, ჩვენ ევროპიდან გასვლით ვიმუქრებით, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს ევროპიდან გასვლის სურვილი. მაგრამ, მარტივი რეალობა არის ის, რომ Meta, ისევე როგორც მრავალი სხვა ბიზნესი, ორგანიზაცია და სერვისი, ეყრდნობა მონაცემთა გადაცემას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. სხვა საერთაშორისო და ევროპული ბიზნესების, ბრენდებისა და სავაჭრო ორგანიზაციების მსგავსად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვაგრძობთ პროგრესს “კონფიდენციალურობის ფარის” ჩანაცვლებისკენ, რათა დავიცვათ ტრანსატლანტიკური მონაცემების გადაცემა”,- ნათქვამია Meta-ს ბლოგპოსტში.

შეგახსენებთ, ევროპული კანონებით, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები