ჩემი ცოლის დაქალების მეთვრამეტე სეზონი დასრულდა. ბოლო სცენაში ბაქარი ჩვეულებისამებრ დამამცირებელი მონოლოგით მიმართავდა ცოლს, რა დროსაც მან ტაფა დაარტყა თავში და გათიშა მილიონერი მეუღლე.

აღნიშნულ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლის მხრიდან და თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ლელას ასეთი საქციელით, მაყურებლებმა გაიხარეს კიდეც ბაქარის ამ მდგომარეობაში ხილვით.

სოსოს მისვლა და ხელჩართული ჩხუბი დაბადების დღეზე – სცენა, რომელმაც მაქსიმე “გმირად” აქცია: “მთელი სეზონების უმაქნისობა ვაპატიე მაქსიმეს”

“გადატრიალდა ბაქარი როგორც კატლეტი ტაფაზე;

ცოლმა მოულოდნელად ტაფა ჩამარტყა თავში – როგორი? გრანიტის თუ ემალისს?;

“შენმა მარჯვენამ გაიხაროს ოხროხინე,მომირჩინა ბიჭი ხალხოო…”;

იმედია, სიზმარი არ იყო;

#დეოლიგარქიზაცია დაიწყო ლელამ;

როგორც ტაფის და ბაქარის თავის კონტაქტის გაფიქრება ამისრულდა,ყველა კეთილი ფიქრი ასე სწრაფად რომ ამისრულდეს,ღმერთო ));

ერთი ტაფა არ იყო საკმარისი)))

ბაქარი მერაბის დასაწოლი ტაქსებით გაასვენეთ;

ვაიმე რა მოძრაობებია ლელა;

რა სასიამოვნო ხმა იყოოო;

რამდენი ხანი ველოდებოდი ამ მომენტს;

ვახ შენ გენაცვალე 🤣🤣🤣სად იყავი აქამდე ქალოოო

არ გაპატიებთ ესრომ სიზმარი იყოს;

თუ არ გაგრძელდება მე სახლში ცოცხალი არწავალლლ;

გენაცვალე ტაფაში;

განედევნა ეშმაკს

მთელი სეზონების მანძილზე ეს იყო ყველაზე მაგარი მომენტიი

ვაიმეეეეე დევდარიანს ერთიანად უნდა გული მომფხანოს;

ეჰ, თავის დროზე ჩემიეკასაც რომ ეთხლიშა თავში ტაფა რადნოისთვის, ხომ ვიქნებოდით ახლა ევროკავშირში”, – წერენ მაყურებელები კომენტარებში.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები