პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ანაკლიის პორტთან და ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ,,ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების  კომენტირებისას აცხადებს, რომ  მსგავსი აბსურდული საუბრით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სურთ.

ხოჯევანიშვილის განცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც მათ გუნდს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეეხება.

მისივე თქმით, ეს განცხადებები პარტია „საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას უკავშირდება.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც ჩვენს მიმართ ისმის ბოლო პერიოდში. ეს პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს გააქტიურებასთან. უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან. მათ მოვუწოდებდი, საქმეს მიხედონ, ქვეყნისთვის იფიქრონ და დროს ნუ დახარჯავენ უსაფუძვლო ბრალდებების მოგონებაზე.

ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია. დღეის მდგომარეობით, ყოველ დღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მსგავსი აბსურდული საუბრით სურთ”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები