თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში კვლავ გაუარესებულ ეპიდვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ელოდება, იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს შემოდგომაზე მიაღწევს.

2 570 ახალი შემთხვევა და 3 გარდაცვლილი -კორონავირუსის 27 ივნისიდან – 3 ივლისამდე სტატისტიკა

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ “არ ელოდებიან ცუნამს და ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც წლის დასაწყისში იყო”.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

“მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მკვეთრი ზრდა. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე.

ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით, მიაღწევს შემოდგომაზე. ცუნამსაც არ ველოდებით, ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც იყო წლის დასაწყისში, როდესაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო, დღეში 26 000 ახალი შემთხვევა. ჩემი აზრით, იქნება ზომიერი მატება”, – აცხადებს ცერცვაძე და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე საუბრობს:

მატებას მთლიანად ვერ ავიცილებთ, მაგრამ მინიმალური და ზომიერი რომ იყოს, ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები არ გვავალდებულებს ამჟამად არაფერს, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასურველია, გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილებზე მაინც. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ შევზღუდავთ რაოდენობის ზრდასაც”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდება ნიღბის ტარების ვალდებულება

5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია.. არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს – ივანე ჩხაიძე

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები