ბოლო 72 საათის განმავლობაში, შემოწმებულია რამდენიმე ასეული ობიექტი, რომელთაგან დაჯარიმდა 23 ობიექტი, მათ შორის 11 არის იურიდიული და 12 ფიზიკური პირი, დაილუქა 8 ობიექტი, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა

ბექა ფერაძის თქმით, შრომის ინსპექციამ, მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე დაწესებულება დალუქა, რადგან აკრძალვის მიუხედავად, აგრძელებდნენ მათ საქმიანობას.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მასობრივი ღონისძიებები გააუქმეს.

“გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, მოწოდება, გაფრთხილება, რის შემდგომაც, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტათ ის მასობრივი ღონისძიებები, რომელიც დაგეგმილი იყო და საფრთხეს უქმნიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას” – განაცხადა ფერაძემ

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები