ბოლო 1 წელში, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 643 167 ადამიანამდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას სწორედ 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ადამიანით, ანუ 22,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარებას 524 598 ადამიანი იღებდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე დედაქალაქია. თბილისში საარსებო შემწეობას 130 748 ადამიანი იღებს, რაც შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობის 20,3%-ია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები