ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“ახლა ვფიქრობ რამდენი რამ გავიარე სანამ აქ მოვხდებოდი. ვნახე ჯანდაცვის სამინისტროს პრესრუმის ცარიელი ტრიბუნა ტელევიზორში, 27 თებერალს და პაუზა, სანამ გამოვიდოდნენ და გვეტყოდნენ, რომ კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მერე ის ირანელი კაცი?! რომ შემოვარდა და გავარდა. და მერე რომ ჟურნალებში დაიბეჭდა და მოყვა რა თბილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში. “გეფას კაცი” გახსოვთ? მერე სკოლა შეწყდა. მერე ცხოვრება. მერე ქუჩაში სიჩუმე დადგა. რამდენი ხელის დაბანა, რამდენი დასპირტვა, ყველაფრის გადადუღება, გამოხარშვა, წმენდა ბავშვების, გლოვოს კურიერის, პროდუქტების.. კლასტერების კვლევა. და კონტაქტების დადგენა. სანიტაიზერების შოვნა ლევად, პრავად, მერე დამცავი სათვალეები? ხან თხელი, ხან სქელი, ხან ტყვიაგაუმტარი. პირბადე? ჭრელი, ყვავილებიანი, ჩვეულებრივი, შავი, თეთრი, ყველაზე რეკომენდებული. ახალი 4, ახალი 10, ახალი 40 შემთხვევა. მერე გრძელი და ერთნაირი დღეები და ჩვენი ხუმრობები – მაკარონზე, აგროჰაბზე, და რა ვიცი კიდევ რამდენ რამეზე. მერე გაჩნდა ნინია. კარანტინში. და ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მერე გამოვედით და ჰაერი ჩავყლაპეთ. და დავიწყე ცხოვრება მეც. ახალი გადაცემა. სამზადისი და ბრახ.
ახლა აქ ვწევარ და მეუბნებიან, რომ დღეს რომ გამოვლინდა იმ 57-ში მე და ლევანიც ვართ:) რა უცნაურია. ბოლოს, მაინც მივირბინე იქ, საიდანაც გავრბივარ ბოლო ნახევარი წელია.
ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით და ვიღაცეები მწერენ მაინც: “ნუ გეშინია, ვიკა, არაფერი არ გჭირს, არ არსებობს ეს კორონა” – წერს ვიკა ბულია.

ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

შეგახსენებთ, რომ ვიკა ბუკია დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა. მათ ორივეს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, სხდომაზე იმყოფებოდა. ვიკა ბუკია “ტვ პირველის” ჟურნალისტია. მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია არხის ხელმძღვანელმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ტელევიზიის ყველა თანამშრომელს კოვიდზე ტესტირება ჩაუტარდება.

პარლამენტი შესაძლოა ჩაიკეტოს

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები