მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას შეფასებით, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს არის ერთ-ერთი პირველი, ვინც პატიმრის ჯანმრთელობით დაინტერესებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში.

როგორც ბექა ბასილაიამ თქვა, მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს.

„ნებისმიერი განცხადება თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ არის ფარისევლობა,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

იუსტიციის მინისტრი: არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენის არშეშვების საკითხს. ბასილაიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა.

რატი ბრეგაძე – საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება

„ეს არის ლუსტრაცია იმის, როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები სააკაშვილის წინააღმდეგ. უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, გაუგებარია რატომ არ ხდება ამ დრომდე სააკაშვილის პროცესებზე დასწრება და რატომ გამოყვეს სააკაშვილის საქმე ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიების, ან ნარიმანიძის საქმისგან, „როდესაც ერთობლივად წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი და ბრალდებების შინაარსი არის ფაქტობრივად იდენტური“.

ბრეგაძე: თუ კონსილიუმის რეკომენდაციები იქნება, ვიმოქმედებთ პაციენტის საუკეთესო ინტერესებით

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები