ცოტა ხნის წინ ადელმა ოფიციალურად დაადასტურა რომანი 39 წლის სპორტულ აგენტთან, რიჩ პოლთან. „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადელმა ისაუბრა იმაზეც, რამდენად კომფორტულია ახალ ბოიფრენდთან ერთად გამოსვლა საჯაროდ. როგორ გაირკვა, ამ დრომდე ადელს ეს პრობლემა სერიოზულად აწუხებდა, რადგან ყველა წინა შემთხვევის დროს, პარტნიორს მისი პოპულარობა აშინებდა.

ადელის ტრიუმფი Spotify-ზე და უახლესი ფოტოები, რომელშიც ვარსკვლავი შოკისმომგვრელად გამოიყურება

ფოტო: სასწაული ტრანსფორმაცია – ადელი ამერიკული და ბრიტანული „ვოგის“ გარეკანზე

ამჯერად ადელი რიჩ პოლთან ერთად ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩს დაესწრო. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, როგორ ადევნებს თვალს წყვილი მატჩს და ძალიან ბედნიერად გამოიყურება. ადელი ყველა ფოტოზე ბედნიერებისგან ბრწყინავს.

მომღერალს, რომელმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, ახალ ფოტოებზე ტყავის შარვალი აცვია და ფანტასტიკურად გამოიყურება.

ადელს ახალი შეყვარებული ჰყავს –  მომღერალი სპორტულ აგენტს ხვდება

ტეგები: ადელი
ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები