საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის “School Club Georgia” გახსნას გამოეხმაურა.

“ე.წ. რუსული სკოლა არ არის ავტორიზებული განათლებისა სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

ბათუმში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებას მიმართა.

აჭარის განათლების მინისტრი: ბათუმში, ე.წ.რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში დოკუმენტაცია შესული არ არის

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები