ბათუმის მერია ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობას ასრულებს. გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია პოტენციური ველომომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე ასახულია ინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გეგმის მიზანია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესება.

ბათუმის მერიის ცნობით, ველოსისტემის გენერალური გეგმის დოკუმენტი მნიშვნელოვანია მომხმარებელთა სერვისების გასაუმჯობესებლად და მწვანე სატრანსპორტო სისტემების მოდერნიზებისთვის.

ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება ხორციელდება ,,მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) – რეგიონულ პროგრამასთან თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები