ბათუმის მერია გარე განათების სისტემის გამოცვლაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურმა.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 2022 წლის 6 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება.

სატენდერო განაცხადიდან ირკვევა, რომ არსებული ნათურები LED სანათებით შეიცვლება. ამასთან, მიმწოდებელი ამ სანათების გამართულ მუშაობაზეც იქნება პასუხისმგებელი.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები