„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვის შესახებ ისაუბრა. ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარეა, რომლემაც ხალხს პარლამენტის კარი გაუღო და აქციას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

“მე შემიძლია გითხრათ ყველა ჩამოთვლილ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი გავაკეთე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და როგორც ადამიანმა. მე ამასთან დაკავშირებით ღია განცხადებებიც გამიკეთებია.

მე ვთვლიდი და ჩემი პოზიცია იყო, რომ ვანო მერაბიშვილი გადამდგარიყო და გუნდს ამ ამბებზე პასუხი უნდა ეგოთ.

მე ვარ მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც აჯანყებულ ხალხს პარლამენტის კარი გაუღო, რამაც განაპირობა ის, რომ განსხვავებით 2011 წლის მაისიდან, 7 ნოემბერს მსხვერპლი არ ყოფილა.

გაახსენეთ საზოგადოებას ის, რომ ბათუმი დაბომბვას გადავარჩინე, ასევე დარბევის შემდეგ შევხვდი იმედის ჟურნალისტებს და მოვუხადე ბოდიში, მიუხედავად იმისა, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი. როდესაც მე “იმედი” აღვადგინე, ის ჯერ კიდევ ეკუთვნოდა ბატონ პატარკაციშვილს,”-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ტეგები: პოლიტიკა
სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები