ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 3-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოფიციალურად ადასტურებს „თეთრი სახლი“ და განცხადებას ავრცელებს. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ კვლავ მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას:

„ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ ბრძოლას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ვალდებულების ფარგლებში, სიამაყით ვაცხადებ უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდ ტრანშს: დაახლოებით 2,98 მილიარდი დოლარის იარაღი და აღჭურვილობა გადაეცემა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, უპილოტო საჰაერო სისტემები და რადარები, რათა შეძლოს იმის უზრუნველყოფა, რომ შეუძლია, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნულია მიმართვაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო უკრაინას დიდმა ბრიტანეთმაც.

ბრიტანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა – ზელენსკიმ ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

როგორც ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 

უკრაინაში გაგზავნიან 200-მდე დრონს – შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარების გასაუმჯობესებლად.

პაკეტი მოიცავს 850 მიკროდრონსაც, რომლებიც სპეციალურად ქალაქებსა და სოფლებში გამოსაყენებლადაა, იმისათვის, რომ მოახლოებული მტრის ძალები გამოავლინონ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

მსგავსი თემები