არსებული ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე 10-12 წლის მოზარდებს შორის ინცინდენტი მოხდა. მედიაში თვითმხილველებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიჭრა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილის მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი”. –  თვითმხილველის აღნიშნულ კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მომხდარის შესახებ  „ფორტუნა“  დეტალების გარკვევას შსს-სთან ცდილობს.

დამატებით ინფორმაციიას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები