არსებობს თუ არა საქართველოში „პომიდვრის ვირუსის“  გავრცელების საშიშროება,  – ამ კითხვით მიმართეს ჟურნალისტებმა ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ე.წ პომიდვრის ვირუსის შემთხვევები ინდოეთში დაფიქსირდა. ვირუსს ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი გამონაყარი და ის ძირითადად ბავშვებში ვრცელდება და მისივე სიტყვებით, საქართველოში შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.

„ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, შესაძლოა ჩვენთანაც არის საკმაოდ მაღალი გავრცელება ისეთი ვირუსის, როგორიც არის ხელის, ფეხის დაავადება, რომელსაც კოკსაკის ვირუსი იწვევს. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არის და სიკვდილიანობა მცირეა,“ – აცხადებს კულუმბეგოვი.

შესაძლოა ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს – სასურველია მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოვუწოდოთ: ბიძინა კულუმბეგოვი

შეგახსენებთ, გასულ კვირას „პომიდვრის ვირუსი“ ინდოეთში დაფიქსირდა. თავდაპირველად დაავადება კერალას შტატში 82 ბავშვს დაუდგინდა, მოგვიანებით კი ვირუსი ინდოეთის კიდევ 3 შტატში გავრცელდა.

როგორც წესი, ადამიანებს ვირუსისგან გამოჯანმრთელება საკუთარი ძალებით შეუძლიათ. დაავადების დროს პაციენტებს მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი და გამონაყარი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ “პომიდვრის ვირუსის” ზოგიერთი სიმპტომი ძალიან ჰგავს კორონავირუსით გამოწვეულ სიმპტომებს, მას Covid-19-თან არანაირი კავშირი არ აქვს.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები