„არავითარი ძილი“ – მხოლოდ ტექნოს დედოფალს შეუძლია ცხოვრებისა და მუსიკის მთავარ იდეად ეს სლოგანი აქციოს: ეს ხომ Charlotte de Witte-ია, რომელსაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულები სულ რამდენიმე საათში ფესტივალ DECODER-ის ფარგლებში შეხვდებით.

ცოტა რამ Charlotte de Witte-ს შესახებ:

შარლოტა [ელიზაბეტ] დე ვიტე 30 წლის ბელგიელი ტექნო შემსრულებელია. ტექნოს დედოფალი, როგორც მას ახლა უკვე უწოდებენ, ქალაქ გენტში დაიბადა.

ქალაქი გენტი შარლოტასთვის შემთხვევითი არ აღმოჩნდა – 17 წლის ასაკში მან უკვე მშობლიური ქალაქის „ანდერგრაუნდ“ ღამის კლუბის სცენის შესწავლა დაიწყო, სადაც იგი ელექტრონულმა მუსიკამ შეიპყრო.

„დიჯეინგი“ მალევე, 18 წლის ასაკში დაიწყო – ძირითადად ელექტრონული მუსიკის ჟანრში;

მისი პროდიუსერული საქმიანობა კი დაახლოებით ორი წლის შემდეგ განვითარდა.

2011 წელს შარლოტმა სტუდია ბრიუსელის „დიჯეინგის“ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ისეთი მასშტაბური ფესტივალის „ჰედლაინერი“ გახდა, როგორიცაა Tomorrowland.

თავდაპირველად, აუდიტორიის წინაშე მამაკაცის ფსევდონიმით – რავინგ ჯორჯის სახელით უკრავდა. მოგვიანებით კი შარლოტამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის შეეცადა, თავიდან აეცილებინა ნეგატიური წინასწარგანწყობა ქალი დიჯეების მიმართ.

2013 წელს Charlotte de Witte-მ თავისი სადებიუტო EP გამოუშვა. Bad Life-სა და Crux Records-ზე EP-ების გამოსვლის შემდეგ, მისი 2015 წლის სინგლი „You’re Mine“ გახდა, რომელიც Oscar and the Wolf- ერთად შეიქმნა და ნამდვილ ჰიტად იქცა.

2015 წელს, შარლოტამ უკვე მისი ნამდვილი სახელის გამოყენება დაიწყო, ხოლო მისი სადებიუტო EP უკვე არა ფსევდონიმით, არამედ ნამდვილი სახელით – Weltschmerz იმავე წელს Turbo Recordings-ზე გამოვიდა.

ამას მოჰყვა 2017 წლის ლეიბლების სერია, ასევე 2018 წლის Heart of Mine და The Healer ლეიბლები. შარლოტა სხვადასხვა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ელექტრონული მუსიკალური ღონისძიებების მონაწილეა. მათ შორის: Junction 2 Festival, Boiler Room და Printworks.

2019 წელს არტისტმა  საკუთარი ლეიბლი – KNTXT გამოუშვა.

გასულ წლიდან შარლოტა იტალიელ ტექნო დიჯეისა და პროდიუსერ ენრიკო სანჯულიანოსთან ერთად ცხოვრობს, მათი ურთიერთობის შესახებ წყვილმა ნიშნობითაც კი განაცხადა.

Charlotte de Witte-ს სეტების მოსმენას ხვალ, 24 სექტემბერს, ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ DECODER-ის ფარგლებში Ciskari Garden-ში შეძლებთ.

 

ტეგები: Charlotte de Witte Decoder
სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები