დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რეგულაციების დაცვა კვლავ აუცილებელია.

მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან ერთად, აუცილებელია, რომ რეგიონში უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი.

„აჭარაში ტურისტული სეზონია, ამიტომ საჭიროა უსაფრთხო რესტორანი, უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულება, უსაფრთხო სასტუმრო. აქ დასაქმებული ყველა ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ის გახლავთ უსაფრთხო სტუმრისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე.

„ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შემიძლია, გაჩვენოთ ფოტოები, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება… მარტო შოლტი არ მოქმედებს – გამყრელიძე

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები