როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ის არასწორად მოიქცა – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ამონაშვილის აკადემიის დამფუძნებელი ნინო ამონაშვილი.

დღევანდელ დღეს ბავშვებს 10-11 წლიდან ეწყებათ ჰორმონალური ცვლილებები, ფაქტობრივად, გარდატეხის ასაკი უფრო ადრე იწყება. თუ გარდატეხის ასაკში ჩვენს არ ვიქნებით შვილების მეგობრები, ჩვენ გაგვიჭირდება მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მაშინ წამოვა პრობლემები უხეშობისა და კონფლიქტის სახით.

მთავარია ეს კომუნიკაცია არ დავკარგოთ ბავშვებთან. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ ჩვენს პრობლემებზეც, მაგალითად, მე ჩემს შვილს ვესაუბრები, როგორი დღე მქონდა. ბავშვმა უნდა გაითვალისწონოს მშობლის მდგომარეობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს, რომ პირველ რიგში გამგები ობიექტი უნდა იყოს მშობელი.

მშობელმა ცუდი საქციელი არ უნდა მოუწონოს შვილს. ხშირად მშობლებს ეშლებათ, როცა ჰუმანურ პედაგოგიკაზე ვსაუბრობთ, ჰგონიათ რომ ბავშვს ყველაფერზე თავზე ხელი უნდა გადავუსვათ. არ შეიძლება იმის მოწონება, როცა ბავშვმა დაამტვრია ლარნაკი, ან ბებიას წიგნი ჩაარტყა. როდის ვიწყებთ ბაშვებთან საუბარს? როცა რაღაც დააშავა და მშობელიც გაბრაზებულია, დგას და ეჩხუბება. რაც არ უნდა კარგი სიტყვები ვუთხრათ ბავშვს გაბრაზებული ტონით, ის ვერ გაიგებს. მშობლებს ვურჩევ, ჩაიაროს იმ პერიოდმა, როცა გაღიზიანებული ხართ. დაწყნარდით, მერე აუცილებლად აუხსენით რა შეეშალა მას. ბავშვში გამოიწვიეთ თვითსინანული, ეს არის დასჯის ეფექტური მეთოდი, ის მეორედ შეეცდება ასეთი საქციელი აღარ გამოიწვიოს.

მსგავსი თემები