მე თუ იმიტომ უნდა გამოვიდე, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დაზიანდეს, დიდი ბოდიში მაგრამ, ეს ასე არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის იმისთვის ზის ციხეში, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იბრძვის.

“ნებისმიერი ჩემი ხვედრით თუ ეს შევასუსტე, მე ამისთვის არ ვიბრძვი, მე არ ვიბრძვი ჩემი თავისუფლებისთვის, მე ვიბრძვი ამ ქვეყნისა და მისი ევროპული მომავლისთვის” – განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა, რომ ის საპატიმროდან არ უნდა გამოვიდეს თუ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება.

დღეს, 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო უნდა “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

მსგავსი თემები