ანსამბლი „დიდგორი“ 3-6 აგვისტოს სვანეთში საკონცერტო ტურნეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამართავს. ტურნეს ფარგლებში 4 აგვისტოს დიდგორელები მონაწილეობას მიიღებენ ლიჩანიშობის დღესასწაულში, რომელიც ყოველ წელს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში (XVIII- XIX საუკუნეები) იმართება. Პროექტის „შენ გელოდება”-ს ფარგლებში Europcar-ი და დიდგორი ლიჩანიშობის შესახებ ვიდეო კლიპს მოამზადებენ.

4 აგვისტოს, 21:00 საათზე, „დიდგორი” კონცერტს გამართავს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში. Ხოლო 5 აგვისტოს, 20:00 საათზე ლენტეხში, ცენტრალურ მოედანზე.

 

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები