ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბიბილოვის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევს.

მანამდე კორონავირუსით ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანი, ე.წ. ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაინფიცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვს ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს. ის, ამ ეტაპზე დისტანციურად მუშაობს.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები