მძიმე ეპიდვითარების ფონზე საკოორდინაციო საბჭო დღეს გადაწყვეტს რა ფორმით და როდიდან ამოქმედდება “მწვანე პასპორტები”

ვაქცინაციის დაბალი ტემპი და გაუარესებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე, საბჭო 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების გეგმაზეც იმსჯელებს.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ყველა მონაცემით საქართველო ვირუსის პიკშია, რამაც შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და სიკვდილიანობის გაორმაგებაც გამოიწვიოს.

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, საგრძნობლად გაზრდილია ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი. მაშინ როდესაც გვაქვს ვაქცინა, ასე დაბალია იმუნიზირებულთა რიცხვი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენზე გადის. ყველა რესურსი ამოწურვადია და ასეთი თუ გაგრძელდა, შესაძლოა, დავდგეთ იმ კოლაფსის წინაშე, რასაც ჰქვია სრულად გადატვირთვა საწოლფონდის და სხვდასხვა რესურსების ამოწურვა,” – განაცხადა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ნათია გორდაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ეპიდვითარება უმართავი გახდეს.

მსგავსი თემები