ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს – სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იმნუზაციაზე 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი გაიზარდა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება: ამირან გამყრელიძე

„იცით, რომ ეპიდვითარება კარგი არ გვაქვს. სამწუხაროდ, დღესაც 4200-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, სამწუხაროდ, 70 გარდაცვალება. ყველა მაჩვენებელი არ უარესდება, სტაბილურად ერთ დონეზეა, მაგრამ არც ძალიან უმჯობესდება. სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებელი არ გვაკმაყოფილებს. გამოცხადებულმა წამახალისებელმა ღონისძიებამ გარკვეული როლი ითამაშა. 8 ნოემბერს დაიწყო წახალისება და გაიზარდა 60 წელს ზემოთ მოსახლეობის მიმართვიანობის წილი. ყოველდღიურ აცრებში თუ 27-28% იყო, ახლა გვაქვს 50% და მეტი“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები