დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბუსტერდოზით 8 000-მდე ადამიანია აცრილი.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ვაქცინის მესამე დოზა 10-12 თვის განმავლობაში მუშაობს.

„მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები