“ამაყი ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა პატრიოტიზმის, შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა,”– ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

მისივე განცხადებით, ქვეყანას ასეთი შედეგი არ ექნებოდა, რომ არა ქართველის ხალხის მაღალი თვითშეგნება.

“მოსახლეობამ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს. ჩვენს ჩვევებზე დროებით მოგვიწევს უარის თქმა და ახალი ჩვევების გათვალისწინება, თუნდაც დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების თაობაზე. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ ქვეყანაში არსებულ ძალიან მძიმე შეზღუდვებზე ქართველმა ხალხმა პატრიოტიზმის, შეგნების უმაღლესი გრძნობა გამოავლინა, რის გარეშეც, არც ერთი შეზღუდვა არ იმუშავებს…

თითოეულ ადამიანს ერთ პოლიციელს ხომ ვერავინ მიამაგრებდა სახელმწიფო არა?! ყველაფერი, რაც ჩვენმა ხალხმა გააკეთა და ასე შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვედით მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაციიდან, ჩვენი ხალხისა და მათი შეგნების დამსახურებაა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა იმნაძემ.

​ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10-კაციანს – ამირან გამყრელიძე

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05