ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საწვავის ფასებზე აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა” იდგა.

“მეგობრებო, აქ რომ მოვდიოდი, ბენზინის ფასებს შევხედე – 4,20 არის ბენზინგასამართ სადგურებზე. გუშინ გამოვიდა ხალხი და ითხოვდა, რომ ჩამოგვიწიეთ, მოხსენით აქციზი და თითქმის ერთი ლარით შემცირდება, დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა: ყველა, ვინც გამოდის ქუჩაში, არის “ნაციონალი” და ჩვენ თუ დავწევთ აქციზს, შევამცირებთ დღგ-ს, ჩვენ დავკარგავთ მილიარდ ლარს და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენ სოციალურ ვალდებულებებია.

ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ? ამ მართლა ერთუჯრედიან ამებებს, 1 მილიარდი ლარი არის 200 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ მანქანებზე, 1 მილიარდი ლარი არის 400 მილიონი, რომელსაც ისინი ხარჯავენ პრემიებზე, მათ შორის პროკურატურაზე, სასამართლოზე, ხალხის დაშლაზე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი: ომის დაწყებამდე ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები უწყობდნენ აჯანყენას – ყველაფერი ეს ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში საქართველოში

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეების მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები