„ყველამ ვიცით, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი და გამავრცელებელი ვერ იქნება ვერავინ, გარდა ყოფილი და მოქმედი მმართველი პარტიებისა“,-ამის შესახებ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, წინასაარჩევნოდ კომპრომატების ომი ბუნებრივია, თუმცა მისივე შეფასებით ამ ეტაპზე უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

„ვფიქრობ რომ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინასაარჩევნო პერიოდში დუღს სიბინძურე პოლიტიკურ სპექტრში. უპრეცენდენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ფაქტობრივად მთელი ქვეყნის საჯარო პირები აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ. აქამდე ვიცოდით, რომ ყველა ყველას უთვალთვალებდნენ, აღმოჩნდა რომ გვერდს უვლიან ნათვალთვალევს და ჩააბარეს არა აქაურ მედიას, არამედ იმას, ვისაც ეს უნდოდა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

ქართული ოცნება” დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.  მმართველი გუნდი ამბობს, რომ თავად პოლიტიკური ოპონენტების ოფისებიდან მიიღეს შიდაპარტიულ ჯგუფებში საუბრის დეტალები.

მსგავსი თემები