მუსიკალური ისტორიები 

ადელი ერთადერთი „გინესის“ რეკორდსმენი სოლო მომღერალია, ვისი ალბომიც ბრიტანეთში 21 კვირის მანძილზე იყო ჩარტების სათავეში.

საინტერესოა, რომ ადელი 4 წლის ასაკიდან ამღერდა. ამბობენ, რომ ბავშვობაში სიმღერას ბევრად დიდ დროს უთმობდა, ვიდრე სწავლას. მან დაამთავრა ცნობილი არტ-სკოლა BRIT School, სადაც ასევე სწავლობდნენ ემი ვანჰაუსი, ჯესი ჯეი და ლეონა ლუისი. მიუხედავად იმისა, რომ ადელი ვოკალისტია და არა ინსტრუმენტალისტი, ის უკრავს რამდენიმე ინსტრუმენტზე. მაგალითად ჰიტისთვის Hello, დასატრყამი ინსტრუმენტების პარტია მუსიკოსმა თავად ჩაწერა.

ადელის დებიუტი სკოლის ტალანტების კონკურსზე შედგა. ამბობს, რომ ბავშვობაში უსმენდა Spice Girls-სა და სელინ დიონს, ცოტა მოგვიანებით კი, მერი ჯეი ბლაიჯისა და Destiny’s Child-ის მოსმენა დაიწყო. თანამედროვე არტისტებს შორის ადელი რიანას, კანიე უესტს, ლანა დელ რეისა და ბიონსეს გამოარჩევს. ამ უკანასკნელს ცხოვრების დიდ სიყვარულს ეძახის. ადელის სადებიუტი სიმღერაა Hometown Glory, რომელიც მან 16 წლის ასაკში დაწერა. ამბობს, რომ კარგ სიმღერებს მხოლოდ ალკოჰოლური თრობის დროს წერს, ყველა მისი ალბომი ციფრებით არის დასათაურებული. ყველა რიცხვი იმ ასაკს აღნიშნავს, როდესაც მუსიკოსმა ამ ალბომზე მუშაობა დაიწყო. 2011 წელს ადელმა რთული ოპერაცია გადაიტანა, მას თამბაქოს მოხმარების გამო ყელის იოგები დაუზიანდა. ამბობს, რომ გარეგნობაზე არასოდეს ზრუნავს, რადგან მუსიკა ყურებისაა და არა თვალების. უყვარს ცეკვა, მაგრამ არასოდეს ცეკვავს საჯაროდ, ფიქრობს, რომ რითმის შეგრძნება აკლია.

ადელის საუკეთესო მეგობარი მწერალი ლორა დორკილია, რომელიც ადელმა BRIT School-სი სწავლის დროს გაიცნო. ადელის ოჯახს ყოველთვის ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ის დედამ გაზრადა, მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა ადელი 2 წლის იყო. დღეს ადელი დედის გვარს ატარებს. საინტერესოა, რომ სიმღერაზე Hello ადელმა 4 თვე იმუშავა, მაშინ როცა „ოსკარისა“ და „გრემის“ მფლობელი Skyfall ორ წუთში დაწერა.

ადელს მენეჯერმა მკაცრად აუკრძალა პოსტების წერა სოციალურ ქსელში, ამის მიზეზი მისი არაადეკვატური კომენტარები იყო, როდესაც ადელი არაფხიზელ მდგომარეობაში წერდა.

ადელი 2016 წელს დაქორწინდა ბიზნესმენ საიმონ კონეკიზე, მას ჰყავს ვაჟი ანჯელო. წყვილი ახლა ერთად არაა, მომღერალმა ბოლო დროს საგძნობლად დაიკლო წონაში და ფანტასტიკურად გამოიყურება.

რაც ეხება რეკორდებს, ის „გინესის“ წიგნის  რეკორდსმენია, მისი ალბომის  „21“-ი მსოფლიო გაყიდვები 31 მილიონამდე ავიდა. მის ანგარიშზე „ოსკარი“, „გრემი“, „ოქროს გლობუსი“, BRIT Awards, 18 Billboard Music Awards და 5 American Music Awards-ია. ჯამში მას 140 მდე პრიზი აქვს მიღებული. 2013 წელს, მას ბრიტანული იმპერიის საპატიო კავალერის წოდება მიანიჭეს, მაშინ ის 25 წლის იყო.

 

მსგავსი თემები