აჭარაში კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ბათუმთან ახლოს, სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელში 10-მდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრია.

კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ. პირველი კანიონინგის მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები