„60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის წახალისების მექანიზმის ამუშავების შემდეგ, ვაქცინაციაზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი“, – ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

მისი თქმით, დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც 37%-ს შეადგენს, რაც ძალიან ცუდია, რადგან პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია.

გამყრელიძის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს.

„მიუხედავად ამდენი საუბრისა, მოწოდებისა პირბადის მაჩვენებელი 37 პროცენტია, რომ დავდივარ ახლა რაიონებში, სოფლებში, თბილისში, სამწუხაროდ, პირბადის მაჩვენებელი მაინც დაბალია, არის 37 პროცენტი, როცა გვინდა, რომ იყოს 80-90 პროცენტი. პირბადე ვაქცინის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი დამცავი იარაღია. ზღვარზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, 52 000-ია დღეს აქტიური პაციენტია ქვეყანაში, აქედან 6 000-მდე არის სტაციონარებში. ძალიან მაღალ დატვირთვაზე მუშაობს ჯანდაცვის სისტემა. დღევანდელი გარდაცვალების რიცხვია არის 76, რაც ძალიან ტრაგიკულია. ამ შემთხვევების პრევენციის ერთდერთი იარაღი არის ვაქცინაცია. ვაქცინაციის მოცვა გვაქვს 34.3, რაც ძალიან დაბალია. სულ მცირე 60 პროცენტი უნდა გვქონდეს, რომ ვისაუბროთ ოდნავ გარდატეხას შევიტანთ ეპიდსიტუაციაში. მიუხედავად ამდენი საუბრისა, დამყოლობა ძალიან დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები