უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს მისცა.

ინტერვიუში, რომელიც

ფრანგულ ტელეარხ TV5 Monde-ზე უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ გავიდა, რომელიც ზელენსკიმ ცნობილ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს მისცა. გამოცემის ცნობით, ინტერვიუ ფრანგ მსახიობსა და უკრაინის ლიდერს შორის რამდენიმე დღის წინ დისტანციურად კიევსა და პარიზს შორის ჩაიწერა.

ინტერვიუში ალენ დელონმა საჯარო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.

“50 წლით უმცროსი რომ ვიყო უკრაინულ ჯარს შევუერთდებოდი,”- აღნიშნა ინტერვიუსას ალენ დელონმა და თქვა, რომ ძალიან შეწუხებულია და იტანჯება უკრაინის გამო.

ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი არ იმსახურებს იმას, რასაც ომის შედეგად განიცდის.

“თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ამ ომის პროვოცირებისთვის. არის რაღაცები, რაც არ მესმის და ომი არის ასეთი, არ შემიძლია იმის მიღება და გაგება, როდესაც ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები, კვდებიან ცხოველები, მეზიზღება ომი,” – განაცხადა ალენ დელონმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის, ოცნებაა და არა ქვეყნის ან მთლიანი ერის. ეს ადამიანი – ვლადიმირ პუტინი ინტერვიუს დროს სახელით არ უხსენებიათ, თუმცა მასზე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ალენ დელონის კიევში მიპატიჟებით დასრულდა.

ამავე თემაზე:

რას დაჰპირდა ალენ დელონი ვოლოდიმირ ზელენსკის: „ეს მალე იქნება, რადგან ეს ღირს ამად და მე არ მეშინია“

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები