მაშველებმა თუშეთში მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები.

 

მაშველებმა თუშეთში მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on კვირა, 02 აგვისტო, 2020

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05