ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოგზაურებს ტალინთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს და იმ 3 ადგილს ასახელებს, რომელიც ესტონეთის დედაქალაქში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. „თუ უმშვენიერესი ტალინის მონახულებას გადაწყვეტ, აუცილებლად ესტუმრე ამ სამ ადგილს და შთაბეჭდილებები გაგვიზიარე:

კადრიორგის მუზეუმი – ულამაზესი ბაღით გარშემორტყმული მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ნაგებობა;

ტომპეას ციხე – ქვეყნის სიძლიერის გამომხატველი ადგილი, რომელსაც წლების განმავლობაში ესტონეთის მმართველები ვიზუალურად ანახლებდნენ;

სატელევიზიო ანძა – 341 მეტრიანი ნაგებობა, რომლიდანაც პანორამული ხედი იშლება მთელ ქალაქზე“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.

შეგახსენებთ, პირდაპირი ავიარეისები ქუთაისიდან ტალინის მიმართულებით 1- ლი აგვისტოდან განახლდა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები