ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის დუეტი ამჯერად ბათუმში შეკრებილ მსმენელს დაატკბობს. 29 ივლისს, რესტორან „ასკანელის“ ტერასაზე ცნობილი ცოლ-ქმრის სოლოკონცერტი გაიმართება. შესრულდება უამრავი პოპულარული ქართული სიმღერა, გელასა და ანუკის ინტერპრეტაციით.

ახლახან გელა დონაძესა და ანუკი ცქვიტინიძეს კონცერტი ჰქონდა „ფოლოუ ბარში“, სადაც მათი და „თეატრალურის კვარტეტის“ მოსასმენად უამრავი მსმენელი შეიკრიბა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში გელასა და ანუკის პირველი კონცერტი გაიმართება. რომელსაც ორგანიზებას ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“ უწევს.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები