ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ოჯახს მიუსამძიმრა.

“21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები