ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გიორგი ღიბრაძემ გააჟღერა:

კერძოდ:

• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე დაიშვება მაყურებელთა 50%;

• 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც – არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR- ტესტს (მესამე დღეს PCR -ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;

• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების -ტესტით შემოსვლის შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია შემცირდება 5 დღემდე;

• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური აპლიკაციები.

• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15 ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);

• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული 6-ის ნაცვლად);

• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;

• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით – დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან – 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში – ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.

• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება;

• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;

• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.

• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;

• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება – ღონისძიების საერთო ფართის 60%-იანი დატვირთვით.

• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება შეზღუდვების გარეშე;

• საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების შესაბამისად მიიღებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

განმარტებები რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით სრულად შეგიძლიათ, ნახოთ:

ქორწილების გადახდა ისევ შესაძლებელი ხდება – რომელი სოციალურ ღონისძიებებია დაშვებული პირველი მარტიდან

კვების ობიექტებში სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა

პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაშია – როდიდან უნდა ველოდოთ შეზღუდვის მოხსნას

დაწესებულებებს დეზობარიერისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება აღარ ექნებათ

ქვეყანაში შემოსვლის წესები მარტივდება – რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

კოვიდსასტუმროები უქმდება

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები