1-ელ ივლისს ქართული სიმღერის მოყვარულებს შესანიშნავი საღამო ელოდებათ. ჯგუფი „ანოსთან და მახოსთან“ „აგარაკზე“ წარმოგიდგენთ კომპოზიტორ ანუკი ცქვიტინიძისა და მომღერალ გელა დონაძის არაჩვეულებრივ ოჯახურ ტანდემს, რომელიც საუკეთესო რეპერტუარს შემოგთავაზებთ.

ანუკისა და გელას აკომპანირებას გაუწევენ ცნობილი ჯგუფის, „ნიუტონის“ წევრები.

დუეტის პოპულარობიდან გამომდინარე, ორგანიზატორი ამ კონცერტზეც ანშლაგს ელოდება.

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები