როგორ მოვუაროთ კანს, როცა გვაქვს აკნე - სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

რა იწვევს აკნეს და როგორ მოვუაროთ – დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სტუმრად გადაცემაში “სილამაზის აკადემია”.

რა არის აკნე?

აკნე არის ყველაზე ხშირი დაავადება, რომლითაც მიმართავენ დერმატოლოგებს მთელ მსოფლიოში, აკნეს გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი მითია. მისი გამომწვევი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების პრობლემაა, ანუ ცხიმოვანი ჯირკვალი ცხიმს ჭარბად გამოყოფს. შეიძლება შეგხვდეს კომედონებით მდიდარი გამონაყარი, ანუ ეგრე წოდებული შავი წერტილები, შეიძლება ანთებითი აკნე შეგხვდეს, ან იყოს არა ჩირქოვანი ანთებითი ელემენტებით.

ზოგადად პირველ რიგში ჩნდება ფერიმჭამელები და მერე შეიძლება გამწვავდეს. აკნე იმიტომ არის საშიში, რომ შეიძლება დატოვოს ნაწიბურები. მას სერიოზულ დამაზიანებელი ეფექტი აქვს პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

არსებობს თუ არა ასაკობრივი გამონაყარი?

არ არსებობს ასაკობრივი გამონაყარი. აკნე ყველაზე ხშირად სტატისტიკურად გვხვდება თინეიჯერულ ასაკში. თუმცა არის შემთხვევები, როცა პაციენტს 40 წლის ასაკშიც აღენიშნება აკნე.

რამდენად ამწვავებს აკნეს

კანის არასწორი მოვლა?

თუ თინეიჯერულ ასაკში აკნე ბიჭებშიც და გოგონებშიც თანაბრადაა, გარდატეხის ასაკის მერე აკნე გვხდება უფრო გოგონებში და ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს სხვადასხვა საცხებისა და არასწორი პროდუქტების გამოყენება. აკნეს გამწვავების ერთ-ერთი მაღალი რისკია არასწორი კოსმეტიკური პროცედურები. წმენდის პროცედურები არ არის სწორი აკნეს შემთხვევაში. რამდენიმე დღით შეიძლება მოგვეწონოს შედეგი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ კომედონები ისევ ჩნდება.

როგორ უნდა მოუარონ სახის კანს აკნეს შემთხვევაში?

უნდა გამოვიყენოთ დერმატოლოგიური ხაზის მოვლის საშუალებები. დერმატოლოგიურ ხაზში დღეისათვის ბევრი ნივთიერებებია შემუშავებული, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა ტიპის დადებითი ეფექტი, აქვს კანის მკვდარი უჯრედების მოშორების ეფექტი, ცხიმის მოშორების ეფექტი. ყველაზე მეტად დადებითი ეფექტის მქონე არის ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავები, როგორიცაა სალიცილის მჟავა, გლიკოლის მჟავა. ამ საშუალებებს გააჩნია გამწმენდი და ცხიმის მოსაშორებელი ეფექტი. ღამე გამოყენების თვალსაზრისით ეფექტურია რეტინოლებისა და რეტინოიდების გამოყენება. რაც ყველაზე მთავარია არ უნდა დაგვავიწყდეს მზის დამცავის გამოყენება.