„ჩვენი სპონსორია ღმერთი“ - ,,რეზო და ბავშვები'' ახალი სიმღერის ,,ხელები ხელები" პრემიერით „ფორტუნა პლუსში“

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემის „ფორტუნა პლუსის ჩარტი“  სტუმარია „რეზო და ბავშვები“. ჯგუფის წევრებმა უკვე გამოსული სიმღერის, „სათვალის“ შექმნის ისტორია გაიხსენეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალი სიმღერის ,,ხელები ხელები” პრემიერა შემოგვთავაზეს.

რეზო ბლიაძე:

ჩვენ დავიწყეთ ალბომის კეთება და ისე მოხდა, რომ პანდემიაც დაიწყო. საქმისთვის, რომლისთვისაც დიდი დრო იყო საჭირო, დრო მოგვეცა. უკვე 11 სიმღერა ჩავწერეთ და მზად ვართ ალბომისთვის. სათაურიც უკვე ვიცით, თუმცა, ჯერ არ დავასახელებთ. მასალა დაგვიგროვდა და დროა, ახალი ალბომი გამოვუშვათ, ჩვენ უკვე მზად ვართ.

ალბომში 11 სიმღერა იქნება წარმოდგენილი. შევა  „ყურსასმენები“, „სათვალე“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კლიპთან ერთად, ინტერნეტ სივრცეში კი უკვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა, სიმღერა „ხელები, ხელები“, რომლსაც დღეს დავაპრემიერებთ და სხვა…

,,რეზო და ბავშვები'' ახალი სიმღერის ,,ხელები ხელები" პრემიერით

Posted by Radio Fortuna Plus 103,5 Fm / FortunaPlus.ge on პარასკევი, 03 ივლისი, 2020

გვესაუბრეთ სიმღერა „სათვალეს“ შექმნის შესახებ..

მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მე სახლში ჩემს მეგობარ, პაატა მეიშვილს ველოდი. საუბრის პროცესში ვუთხარი, რომ სიმღერა დავწერე და მინდოდა მოესმინა. მან მითხრა, რომ მასაც ჰქონდა დაწერილი სიმღერა, სათვალის მოტივი სტვენით მომასმენინა და მე მივხვდი, რომ ჩემმა მეგობარმა სიმღერა მართლაც დაწერა, სიმღერის ტექსტიც საინტერესოდ დაიწერა, სამსახურიდან მომავალ გზაზე. თითქოს ის თავისით დაიწრა.

შემდეგ ჩვენ მასზე მუშაობა დავიწყეთ და კლიპიც გადავიღეთ, მადლობა მინდა ვუთხრათ სერიოგა სპილბერგს, რომელიც  წინა კლიპის რეჟისორიც გახლავთ. ამ კლიპმა ჩვენ გამოგვაოცოხლა, რაღაცეები მოგვანდომა, მუსიკამ და ვიდეომ ჩვენი მოთხოვნები გაზარდა. ამ ყველაფერზე ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, ჩვენ ჩვენი მეგობრები გვეხმარებოდნენ, პაატა სილაგაძე, პ.ს. რეკორდ სტუდიოს დამფუძნებელი, ვასო ჩაჩანიძე, გიორგი შატბერაშვილი, ირაკლი ჯოჯუა, შაკო ჩაგუნავა, პაატა მეიშვილი. მგონი ყველაზე მაგარი რაც მოხდა არის ის, რომ კიდევ ერთი ახალი ადამიანი შემოგვემატა. ქართველი მხატვარი, ვახო კაკულია, რომლემაც თავისი ნახატები გვათხოვა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სპონსორია ღმერთი, გარდა ღმერთისა ჩვენი სპონსორი არ გვყავს.

იმედით ვუყურებთ ყველაფერს, რომ ძალიან მალე, ღია ცის ქვეშ ვნახავთ ძალიან  მაგარ კონცერტს, სადაც ალბომის პრეზენტაციაც შედგება. ახლა კონცერტებისთვის ისე ვართ მზად, როგორც არასდროს. მომავალს ვუყურებ იმედით და პოზიტიურად, მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.