9 ,,გრემის” მფლობელმა რიანამ ბილბორდის რეკორდი დაამყარა. ბარბადოსელი ლამაზმანი პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, რომლის ალბომმაც ბილბორდის ჩარტში 200 კვირა გაატარა. რიანას ნამუშევარი Anti დღევანდელი მონაცემებით 177-ე პოზიციაზეა.

Anti 2016 წელს გამოვიდა, Billboard 200-ის სათავეში მოექცა და გამოსვლიდან 2 დღეში  პლატინის სტატუსი მოიპოვა. ალბომში შესული კომპოზიცია Work კი, ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერი გახდა. ცნობისთვის აღნიშნულ კომპოზიციას რირი დრეიკთან ერთად ასრულებს.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები