ბოლო პერიოდში, 63 წლის შერონ სტოუნისგან არაერთი სკანდალური ამბავი მოვისმინეთ. ვარსკვლავმა ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალები მოჰყვა. როგორც იცით, 2001 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში ჩავარდა.

18 წლის გოგო სისხლისგან ვიცლებოდი – შერონ სთოუნის სულისშემძვრელი აღიარება

სულ ცოტა ხნის წინ „ძირითად ინსტინქტის“ ვარსკვლავმა შოუში „დილა მშვიდობისა ბრიტანეთო“ აღნიშნულ თემაზე დაწვრილებით ისაუბრა. მან გაიხსენა, თუ რას გრძნობდა, როდესაც სიკვდილთან ახლოს იყო. მისი განცხადებით, მან საკუთარი სხეული დატოვა და გარდაცვლილებთან დაამყარა კონტაქტი. შემდეგ კი მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო, რომელმაც ის უკან, სხეულში დააბრუნა.

„როგორ წესი, ყელა, ვისაც კლინიკური სიკვდილი აქვს გამოვლილი, ერთსა და იმავეს ჰყვება, მეც ზუსტად მსგავსი რამ გამოვიარე. მივდიოდი გვირაბში, ბოლოში სინათლე იყო, ვგრძნობდი იმ ადამიანებთან კავშირს, რომლებიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ვგრძნობდი, როგორ ტოვებდა ჩემი სული სხეულს, უეცრად კი მკერდში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რომელმაც სხეულში დამაბრუნა, როგორც ჩანს,  ეს დეფიბრილატორი იყო“, – ჰყვება სტოუნი

ფოტო: 63 წლის შერონ სტოუნმა Elle-ს გარეკანზე გაიბრწყინა

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები