9 „გრემის“ მფლობელი ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა ბოლო წლებია მუსიკალურ ინდუსტრიაში აღარ აქტიურობს, თუმცა ის კოსმეტიკისა და თეთრეულის ბრენდებს ფლობს და მათ აქტიურ პოპულარიზაციას უწევს.

სულ ცოტა ხნის წინ, გამოცემამ The Sunday Times ის გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში პირველად შეიყვანა. 32 წლის ვარსკვლავმა უკან ისეთი ლეგენდარული მუსიკოსები ჩამოიტოვა, როგორებიც

ელტონ ჯონი და მიკ ჯაგერი არიან.

რიანა ყველაზე მდიდარი ვარსკვლავების სიაში მესამე პოზიციას, პოლ მაკკარტნისა და ენდრიუ ლოიდ უებერის შემდეგ იკავებს.

შეგახსენებთ, 2012 წელს რიანა ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები