მიმდინარე წლის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალი „მეგობრები“ ტელეეკრანებს 25 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ჯენიფერ ენისტონმაც დაადასტურა, თუმცა დაბრუნდება თუ არა მისი გმირი, რეიჩელ გრინი ეკრანებზე, ჯერ კიდევ უცნობია. ენისტონი სერიალში 10 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

რაც შეეხება ჯენიფერის პირად ცხოვრებას, გასულ წელს, მსახიობი 48 წლის ჯასტინ ტერუსთან განქორწინდა, თუმცა მათ მოახერხეს და მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს.

ცოტა ხნის წინ, ჟურნალ People-თან ენისტონმა გულახდილად ისაუბრა და საზოგადოებას გამოუტყდა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა სიყვარულის.

„სიყვარული, ეს არაჩვეუოლებრივი რამაა, მისი საშუალებით ჩვენ საკუთარ თავს შევიცნობთ და მაშინაც, როდესაც გული გვტკივა, სიყვარულისთვის ნამდვილად ღირს ამის ატანა, მე ძალიან ბევრი ადამიანი მყვარებია და სიყვარულის ჯერ კიდევ მჯერა“ – აცხადებს ვარსკვლავი.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05