39 წლის მომღერლის, ჯასტინ ტიმბერლეიკის ირგვლივ, ბოლო პერიოდია, დიდი მითქმა-მოთქმაა. როგორც იცით, პაპარაცებმა ის თავის კოლეგასთან, საეჭვო ვითარებაში შენიშნეს, საბოლოოდ ჯასტინმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალა.

ამ მომენეტიდან კი მისი და მისი მეუღლის, ჯესიკა ბილის ცხოვრებას ტაბლოიდები დიდი ყურადღებით აკვირდებიან. თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი ბედნიერია და გაუგებრობა წარსულს ჩაბარა.

ჯასტინმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ცოლ-ქმარი კორონავირუსის პანდემიას მთებში გაექცნენ.

„აქ სოციალური დისტანციაა, იმედი მაქვს, რომ თქვენც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ხართ, ამ რთულ მომენტში, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ“ – წერს ტიმბერლეიკი

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05