ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ვარსკვლავურმა წყვილმა, ბიონსემ და ჯეი-ზიმ, Tiffany & Company-ის სარეკლამო კამპანიაში, სახელწოდებით About Love მიიღეს მონაწილეობს.

ყვითელი კომბინეზონი, ძვირადღირებული იახტა და რომანტიკა – ბიონსეს იტალიური არდადეგები

ვიდეოში ბიონსე ფორტეპიანოზე უკრავს და ლეგენდარულ კომპოზიციას, Moon River მღერის. ცნობისთვის, აღნიშნული სიმღერა 1961 წელს გამოსულ ფილმში, „საუზმე ტიფანისთან“, ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა, ოდრი ჰეპბერნმა შეასრულა.

არტისტმა ფოტოები „ინსტაგრამზეც“ გაავრცელა, სადაც მეუღლესთან ჩახუტებული პოზირებს.

„სიყვარულის შესახებ“, – ასე დაასათაურა ფოტო მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ბიონსემ.

ბიონსე პირველი ფერადკანიანი ქალი გახდა, ვინც „ტიფანის“ ყვითელი ბრილიანტი მოირგო

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce)

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები